Wednesday, February 12, 2014

ტყე

ტყე — გეოგრაფიული ლანდშაფტის ნაწილი, იმ ხეებისბუჩქებისა და ბალახების, აგრეთვე - ცხოველებისა დამიკროორგანიზმების ერთობლიობა, რომლებიც თავიანთი განვითარების პროცესში ურთიერთდაკავშირებულნი არიანბიოლოგიურად და ახდენენ ზეგავლენას როგორც ერთმანეთზე, ასევე გარემოზეც.
ტყე დედამიწის ეკოლოგიურ სისტემათა მთლიანი კომპლექსისთვის გლობალური და სასიცოცხლო ფაქტორია. ის დედამიწაზე ცოცხალი ნივთიერების ერთ-ერთი აკუმულატორია, რომელიც აკავებს ბიოსფეროში მთელ რიგ ქიმიურ ელემენტებსა და წყალს, აქტიურად ურთიერთქმედებს ტროპოსფეროსთან და განსაზღვრავს ჟანგბადისა დანახშირორჟანგის ბალანსის დონეს.
ბიოსფეროში ჟანგბადის 60%-ზე მეტს გამოყოფს ხმელეთის მცენარეულობა და მისი მთავარი კომპონენტი - ტყე. 1ჰექტარი შერეული ტყე წელიწადში 13-17 ტ. ნახშირორჟანგს შთანთქავს და 10-15 ტ. ჟანგბადს გამოყოფს. ის მრავალრიცხოვანი რესურსის (მერქანისქერქისტოტებისფოთოლისნაყოფისთესლისსოკოს...) უმდიდრესი წყაროა. ყველაზე დიდი რაოდენობით ჟანგბადს გამოყოფს ალვის ხე, ჟანგბადის დიდი რაოდენობით გამოყოფით ასევე გამოირჩევიან მუხა და ცაცხვიც. უფრო ნაკლებ ჟანგბადს გამოყოფენ წიწვოვანი მცენარეებიფიჭვი ნაძვი და ა.შ. თვითონვეა უმდიდრესი ბიოლოგიური რესურსი, რომელსაც აღდგენის უნარი ახასიათებს და აქვს დიდი წყალშემნახავი, ნიადაგდაცვითი, კლიმატმარეგულირებელი, სანიტარულ-ჰიგიენური მნიშვნელობა. ამიტომაც ტყის დაცვასა და მის რაციონალურ გამოყენებას უდიდესი სახელმწიფოებრივი, სამეურნეო და სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.

საქართველოს ტყეები

• მთის ტყეები
მთის ტყეებში იზრდება როგორც ფოთლოვანი, ისე წიწვოვანი ხეები. სხვადასხვა სიმაღლეზე ხარობს მუხა,წაბლი, წიფელი, რცხილა,ფიჭვი, ნაძვი,უთხოვარი. წყავის ტყეებში ხშირად გვხვდება  ზღმარტყლის, შქერის, ასკილის, ჯონჯოლისა და სხვა ბუჩქები.
მთის ტყეებში ძალიან მდიდარია ფაუნაა. ძუძუმწოვრებიდან აქ ბინადრობენ დათვი, მგელი, ირემი, თხუნელა, ზღარბი, გარეული ღორი და სხვ. ფრინველებიდან ხოხობი, გვრიტი, მიმინო, ქორი, კოდალა, ზარნაშო, გუგული, ნარჩიტა და სხვ. ქვეწარმავლებიდან და ამფიბიებიდან ხვლიკი გველგესლა, კავკასიური სალამანდრა, ტრიტ
ონი, გომბეშო.უხვად არიან მწერები და ობობები.