Wednesday, February 12, 2014

ტყე

ტყე — გეოგრაფიული ლანდშაფტის ნაწილი, იმ ხეებისბუჩქებისა და ბალახების, აგრეთვე - ცხოველებისა დამიკროორგანიზმების ერთობლიობა, რომლებიც თავიანთი განვითარების პროცესში ურთიერთდაკავშირებულნი არიანბიოლოგიურად და ახდენენ ზეგავლენას როგორც ერთმანეთზე, ასევე გარემოზეც.
ტყე დედამიწის ეკოლოგიურ სისტემათა მთლიანი კომპლექსისთვის გლობალური და სასიცოცხლო ფაქტორია. ის დედამიწაზე ცოცხალი ნივთიერების ერთ-ერთი აკუმულატორია, რომელიც აკავებს ბიოსფეროში მთელ რიგ ქიმიურ ელემენტებსა და წყალს, აქტიურად ურთიერთქმედებს ტროპოსფეროსთან და განსაზღვრავს ჟანგბადისა დანახშირორჟანგის ბალანსის დონეს.
ბიოსფეროში ჟანგბადის 60%-ზე მეტს გამოყოფს ხმელეთის მცენარეულობა და მისი მთავარი კომპონენტი - ტყე. 1ჰექტარი შერეული ტყე წელიწადში 13-17 ტ. ნახშირორჟანგს შთანთქავს და 10-15 ტ. ჟანგბადს გამოყოფს. ის მრავალრიცხოვანი რესურსის (მერქანისქერქისტოტებისფოთოლისნაყოფისთესლისსოკოს...) უმდიდრესი წყაროა. ყველაზე დიდი რაოდენობით ჟანგბადს გამოყოფს ალვის ხე, ჟანგბადის დიდი რაოდენობით გამოყოფით ასევე გამოირჩევიან მუხა და ცაცხვიც. უფრო ნაკლებ ჟანგბადს გამოყოფენ წიწვოვანი მცენარეებიფიჭვი ნაძვი და ა.შ. თვითონვეა უმდიდრესი ბიოლოგიური რესურსი, რომელსაც აღდგენის უნარი ახასიათებს და აქვს დიდი წყალშემნახავი, ნიადაგდაცვითი, კლიმატმარეგულირებელი, სანიტარულ-ჰიგიენური მნიშვნელობა. ამიტომაც ტყის დაცვასა და მის რაციონალურ გამოყენებას უდიდესი სახელმწიფოებრივი, სამეურნეო და სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.

1 comment:

  1. ყოჩაღ თამუნა ძალიან კარგია. აბა შენ იცი როგორი ბლოგერი გახდები. წარმატებებს გისურვებ.

    ReplyDelete